საერთაშორისო უფლებადამცავი ორგანიზაცია Amnesty International-ი მოუწოდებს ირანის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ახალგაზრდა ქალი, რომელმაც თეირანის უნივერსიტეტთან ტანსაცმელი გაიხადა შევიწროებისადმი პროტესტის ნიშნად.
სტუდენტი ქალი 2 ნოემბერს დააკავეს, როცა მან შიდა თეთრეულის გარდა სამოსი გაიხადა.
„გათავისუფლებამდე ხელისუფლებამ ის უნდა დაიცვას წამებისა და სასტიკი მოპყრობისგან, მას ასევე უნდა ჰქონდეს ოჯახთან და ადვოკატთან კავშირის შესაძლებლობა“, - აცხადებს Amnesty. „ცემისა და სექსუალური ძალადობის შესახებ ცნობა დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად უნდა გამოიძიონ. დამნაშავეები პასუხისგებაში უნდა იქნენ მიცემული“, - წერს უფლებადამცავი ორგანიზაცია.