ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ლიბანის საზღვართან იმყოფებოდა.
„ნეთანიაჰუ დღეს ლიბანის საზღვარს ეწვია“, – აღნიშნულია ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში.
ნეთანიაჰუმ მოინახულა ისრაელელი სამხედროები, რომლებიც აგრძელებენ „ჰეზბოლას“ პოზიციებზე თავდასხმას.
ეს ბოლო ერთ თვეში ნეთანიაჰუს მეორე ვიზიტია ლიბანის საზღვართან.