მოსკოვში კიევსკი ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე მაწანწალა ძაღლები დახვრიტეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. ამ ფაქტთან დაკავშირებით, ზოოდამცველთა საინიციატივო ჯგუფი სამართალდამცავი ორგანოებისათვის მიმართვას აპირებს.
ჯგუფის ხელმძღვანელის ოქსანა ტარასიუკის ინფორმაციით, უცნობმა პირებლა დაახლოებით 60 -მდე ძაღლი დახვრიტეს დისტანციური გზით მათთვის საწამლავის გაკეთების მეთოდით. დაძინებული ცხოველები თეთრი ფერის ავტომობილში ჩაყარეს და წაიყვანეს. ვინ და რატომ ჩაიდინა ამგვარი საქციელი ძაღლების მიმართ, ჯერ ჯერობით უცნობია.
"ეს ძაღლები კიევის ვაგზლის ტერიტორიაზე 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ. მრავალი მათგანი სტერილიზებული იყო, მეტიც მათ ჩიპებიც ჰქონდათ. ახლომდებარე სახლების მაცხოვრებლები ზრუნავდნენ ამ ძაღლებზე", _ აცხადებს ტარასიუკი.
მასალის გამოყენების პირობები