მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ რეფერენდუმის შედეგები დაამტკიცა.
ცვლილებები. კონსტიტუციის პრეამბულაში (შესავალ ნაწილში) დაემატება შემდეგი ჩანაწერი: „ვადასტურებთ მოლდოვის ხალხის ევროპულ იდენტობას და მოლდოვის ევროპული კურსის შეუქცევადობას, ვაცხადებთ ევროპულ ინტეგრაციას მოლდოვის სტრატეგიულ მიზნად“.
ასევე, კონსტიტუციაში შევა ცალკე მუხლი ევროინტეგრაციის შესახებ. მისი პირველი პუნქტი ამბობს, რომ მოლდოვის ევროკავშირის ხელშეკრულებებთან შემდგომი მიერთება დამტკიცდება ორგანული კანონით. ორგანულ კანონებს იღებს პარლამენტი არჩეული დეპუტატების უმრავლესობით.
ექვსიდან ორ მოსამართლეს განსხვავებული პოზიცია ჰქონდა. ესენი არიან: ვლადიმირ ცურკანი და სერგეი ცურკანი.
შეგახსენებთ, 20 ოქტომბერს ევროინტეგრაციის შესახებ მოლდოვაში საკონსტიტუციო რეფერენდუმი ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მოლდოვის კონსტიტუციაში ევროკავშირში გაწევრიანების შეუქცევადობის შესახებ ჩანაწერის გაკეთებას მხარი დაუჭირა 749,719 ამომრჩეველმა, 739,155-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.