ორშაბათს, 7 საათზე, რუსთაველზე,ისევ შევიკრიბოთ და ვთქვათ: ჩვენ ვიცით, რა ჩაიდინეთ, არ გაპატიებთ ამ კრიმინალს, - ამის შესახებ ოპიზიციის გაერთიანებულ ბრიფინგზე კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
„ორშაბათს, 7 საათზე, რუსთაველზე, ჩვენ გვინდა მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ვანახოთ, რომ არა უბრალოდ არ ვაღიარებთ არჩვენებს, არამედ აი ის ხალხი, ქართული საზოგადოება, რომელიც პრეზიდენტის დიდი, საამაყო ლიდერობით შეიკრიბა რუსთაველზე, ისევ შევიკრიბოთ და ვთქვათ: ჩვენ ვიცით, რა ჩაიდინეთ, ჩვენ ვიცით, ის კრიმინალი, რომელიც თქვენ განახორციელეთ და არ გაპატიებთ ამ კრიმინალს.
ამ გადამწყვეტ მომენტში, ჩვენ, უნდა გავიდეთ. სწორედ ქუჩა იქნება ჩვენი გეგმის ერთ-ერთი ფუნდამენტური და ცენტრალური მიმართულება, სადაც ჩვენ ვიბრძოლებთ, ჩვენი ქვეყნისა და ევროპული მომავლისთვის.
ჩვენ, შემდგარი პროდასავლური და ოპოზიციური კოალიცია, ვართ გამარჯვებულები, რადგან გვაქვს თქვენი ნდობა და მანდატი. ეს გამარჯვება, ჩვენ, გვაკისრებს პასუხისმგებლობას, რომ ამ ბრძოლას გავუძღვეთ წინ. ვდებთ პირობას, რომ დიახ, იქნება ეს ქვეყნის გარეთ თუ შიგნით, ქუჩაში, მტკიცე და მწვავე პროტესტში, ჩვენ ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას.
ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ პროტესტი არის არა ბრაზის გამოშვება და ქაოსი, არამედ კარგად გააზრებუული, დაგეგმილი და შედეგზე ორიენტირებული პროცესი. შესაბამისად, ყოველ ჯერზე, პროტესტის ეტაპებისა, ჩვენ, საზოგადეობას ჩავაბარებთ ანგარიშს და ავუხსნით თუ რას ემსახურება ესა თუ ის, კონკრეტული, აქცია, მისი ფორმა და ა.შ" - განაცხადა, ელენე ხოშტარიამ, "- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.