განცხადებებს, რომ საქართველო ევროკავშირის გზაზე პროგრესირებს, არაფერი აქვს საერთო რეალობასთან ,- ამის შესახებ ესტონეთის ელჩი მარგე მარდისალუ-კაჰარი სოციალურ ქსელში წერს.
„ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის განცხადებებს იმის შესახებ, რომ საქართველო ევროკავშირის გზაზე პროგრესირებს, არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება გაყინულია დემოკრატიული უკუსვლის გამო. ეს იყო გაფართოების ანგარიშის ნათელი გზავნილები“, - წერს ესტონეთის ელჩი.
შეგახსენებთ, მანამდე ნიკოლოზ სამხარაძე დაწერა:
"ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში 35 პუნქტიდან 25-ში უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში საქართველოს მიერ სხვადასხვა დონის პროგრესზეა საუბარი. ასე რომ, მრავალი ბრალდებისა და სპეკულაციის მიუხედავად საქართველო ევროპულ გზაზე პროგრესს განიცდის და ფუნდამენტური უფლებების მიმართულებით კვლავ უსწრებს ბოსნია და ჰერცეგოვინას, უკრაინასა და მოლდოვას".
სამხარაძის განცხადება უარყო საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩმაც.