საქართველო არ განიცდის პროგრესს ევროკავშირის გზაზე,- ამის შესახებ ნიდერლანდების სამეფოს ელჩი, მელინე არაკელიანი „ქართული ოცნების“ დეპუტატ ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებასთან დაკავშირებით X-ზე.
“არა, ბატონო ნიკოლოზ სამხარაძე, ეს ასე არ არის. საქართველო არ განიცდის პროგრესს თავის ევროკავშირის გზაზე, სანამ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების მხრივ უკუსვლაა. EU-ში საქართველოს გაწევრიანების პროცესი ამის გამო შეჩერებულია“, - წერს მელინე არაკელიანი X-ზე.
ქართული ოცნების დეპუტატის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიშში საქართველოს პროგრესზე იყო საუბარი. არაკელიანი სამხარაძის პოსტს აზიარებს და წერს, რომ უკუსვლის გამო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია.
ნიკოლოზ სამხარაძე წერს:
"ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში 35 პუნქტიდან 25-ში უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში საქართველოს მიერ სხვადასხვა დონის პროგრესზეა საუბარი. ასე რომ, მრავალი ბრალდებისა და სპეკულაციის მიუხედავად საქართველო ევროპულ გზაზე პროგრესს განიცდის და ფუნდამენტური უფლებების მიმართულებით კვლავ უსწრებს ბოსნია და ჰერცეგოვინას, უკრაინასა და მოლდოვას".
სამხარაძის განცხადებას საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩი უარყოფს.