31 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის ცვლილებამ 0.41 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7427 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.51 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9810 ლარი გახდა.
0.18 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5622 ლარი გახდა.
ლარის მიმართ თურქული ლირას კურსმა 8.01 თეთრი შეადგინა.