სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ სამრეწველო და დეკორატიული თევზის მოშენების სფეროში ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციის, შამბა რუსული "დემიურგის კომპანიის ჯგუფის" წარმომადგენლებს შეხვდა. კომპანიის პრეზიდენტის ალექსანდრე ხოდოსის ინფორმაციით, კომპანიას მდიდარი გამოცდილება აქვს თევზის მოშენების საქმეში. "ორი წლის განმავლობაში კომპანია მზადაა ისეთ სიმძლავრეებზე გავიდეს, რომლებიც შიდა მოთხოვნებს დააკმაყოფილებს", _ წერს აფხაზური მხარე.
კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შესაძლებელია სხვა და სხვა თევზის სახეობის მოშენება, მათ შორის დეკორატიული თევზებისა, კერძო და საზოგადო აკვარიუმებისათვის.
"აფხაზეთის პრემიერ-მინისტრმა რუსი ბიზნესმენის წინადადებებს დადებითი შეფასება მისცა. მან სოფლის მეურნეობის სპეციალისტებს ბიზნესმენებთან მოლაპარაკებების გამართვა და თანამშრომლობის შესაძლო ვარიანტების შემუშავება დაავალა", _ იუწყება აფხაზური მხარე.