2024 წლის სექტემბერში ეკონომიკურმა ზრდამ 8.3% შეადგინა. იანვარ-სექტემბერში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 9.8%-ს გაუტოლდა. მესამე კვარტლის საშუალო ზრდამ 11.1% შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, 2024 წლის სექტემბერში ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა: მშენებლობის; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების; ტრანსპორტისა და დასაწყობების; განათლების; ვაჭრობის; სოფლის მეურნეობის; უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობებისა და ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ.
"სექტემბერში ეკონომიკურ ზრდას ხელიშეუწყო საქონლის ექსპორტის ზრდამ. 2024 წლის სექტემბერში ექსპორტი 17.0%-ით გაიზარდა და 615.6 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა. ექსპორტი 17.0%-ით გაიზარდა და 615.6 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოქტომბრის განახლებული პროგნოზების თანახმად, 2025-2029 წლებში საშუალოდ საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მეზობელ, რეგიონის, ევროკავშირის კანდიდატ და ზოგადად ევროპის ქვეყნებს შორის 5.2%-ის ოდენობით.
11.6% -ით გაიზარდა სექტემბერში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელთნ შედარებით, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 6,405 ერთეულს გაუტოლდა", - ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.