საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებსა და მის შედეგებს ეხმიანება ამერიკელი სენატორი, რესპუბლიკელი როჯერ უიკერი.
"გასულ შაბათს, ქართველმა ხალხმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, რათა გამოეყენებინა თავისი დემოკრატიული უფლება და აერჩია მომავალი მთავრობა. ღირსეული, გამჭვირვალე და კანონიერი პროცესის ნაცვლად, რაც მათ მიიღეს, ფარსი იყო. ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს ძირი გამოუთხარეს ყოვლისმომცველმა დარღვევებმა, მათ შორის დაშინებამ, ძალადობამ, ხმების მოსყიდვამ და შედეგებმა, რომელიც მკვეთრად იყო აცდენილი სანდო, დამოუკიდებელი წინასაარჩევნო და ეგზიტპოლებისგან, ისევე როგორც წინა არჩევნების ტენდენციებისგან.
ჩვენ ვიზიარებთ საქართველოს პრეზიდენტის ზურაბიშვილის რწმენას, რომ ეს არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი და არ ასახავს ხალხის ნებას...
ამ არჩევნების მანიპულაცია არ არის დარტყმა მხოლოდ საქართველოს მყიფე დემოკრატიისთვის, არამედ, თუ დაშვებული იქნება, რომ ასე დარჩეს შესაძლოა, ბოლო მოეროს ქვეყნის ხანგრძლივ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და სუვერენიტეტსაც კი.
ეს არის არჩევნების გაყალბება და მის არალეგიტიმურ შედეგებს ცხადად უნდა დავუპირისპირდეთ. მანამ, სანამ ქართული ოცნება ძალაუფლებას არადემოკრატიული საშუალებებითა და ძალადობრივი ავტორიტარების მეურვეობით ეჭიდება, ისინი მოიმკიან იმ უპატივცემულობასა და იზოლაციას, რომელსაც ისინი სრულებით იმსახურებენ", - ნათქვამია განცხადებაში.