"ჩვენ ვუერთდებით საერთაშორისო მოწოდებებს საფუძვლიანად და მიუკერძოებლად იქნას გამოძიებული 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე და არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ. არსებითი მნიშვნელობა აქვს საარჩევნო პროცესის მთლიანობაზე გაჩენილი ეჭვების გაფანტვას, - ამის შესახებ ნათქვამია სკანდინავიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაში.
მინისტრები ეხმიანებიან საქართველოში შექმნილ ვითარებას საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
"ჩვენ ვუერთდებით საერთაშორისო მოწოდებებს საფუძვლიანად და მიუკერძოებლად იქნას გამოძიებული 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე და არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ. არსებითი მნიშვნელობა აქვს საარჩევნო პროცესის მთლიანობაზე გაჩენილი ეჭვების გაფანტვას.
სკანდინავიის ქვეყნებმა მტკიცედ დაუჭირეს მხარი საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიზანს, რომელიც დაფუძნებულია საერთო ფუნდამენტურ ღირებულებებზე.
ბოლო წლებში ჩვენ მზარდი შეშფოთებით ვაკვირდებით საქართველოს პოლიტიკურ ტრაექტორიას. საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკა და კანონმდებლობა სულ უფრო შორდება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნის შესაბამისი გზიდან. კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული არჩევნების დაცვა საქართველოს ევროკავშირის გზაზე ნებისმიერი პროგრესის განუყოფელი ნაწილია.
როგორც სკანდინავიური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველო დაუბრუნდება გზას, რომელიც მიიყვანს მას ღირსეულ ადგილამდე, ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში. ჩვენ კვლავაც მივადევნებთ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და ვიმსჯელებთ საქართველოს მთავრობაზე მათი ქმედებების მიხედვით" , - წერია განცხადებაში.