30 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის ცვლილებამ 0.60 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7468 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.36 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9759 ლარი გახდა.
0.59 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.564 ლარი გახდა.
ლარის მიმართ თურქული ლირას კურსმა 8.01 თეთრი შეადგინა.