არაბეთის გაერთიანებული ემირატების დედაქალაქიში, აბუ-დაბიში, მიმდინარე ენერგეტიკულ სამიტში მონაწილეობა გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა მიიღო.
გენერალურმა მდივანმა ჟრნალიტებთან ტუნისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
პან გი მუნის თქმით, პირველ რიგში, ქვეყანამ სტაბილურობა უნდა აღადგინოს, მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს ის განვითარებასა და წინსვლას.
"ვურჩევ მოვლენებში მონაწილე ყველა მხარეს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძალადობა. ეს ის დროა, როცა ტუნისელმა ხალხმა უნდა გაიხსენოს ქვეყნის ხანგრძლივი პოლიტიკური ცვლილებების კულტურა და მათი დამოკიდებულება ცვლილებებისადმი", _ აღნიშნა პან გი მუნმა.
შეგახსენებთ, ტუნისში მომხდარი გადატრიალების შემდეგ ტუნისის პრეზიდენტი ოჯახითურთ დევნილობაში აღმოჩნდა.