ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართავს, გამოიძიოს ცნობები, საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში დაფიქსირებული დარღვევების შესახებ.
მისი თქმით, თუ გარე ჩარევებს ჰქონდა სერიოზული გავლენა არჩვენების შედეგებზე, პასუხისმგებელი პირები უნდა მიეცნენ პასუხისგებაში.
“ჩვენ, ჩვენს ევროპელ მეგობრებთან ერთად, მოვუწოდებთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს თაღლითობისა და ნებისმიერი გარე ჩარევის შესახებ ცნობები, რათა დადგინდეს, იქონია თუ არა რაიმე სერიოზულად გავლენა არჩევნების შედეგზე. პასუხისმგებელი პირები უნდა მიეცნენ პასუხისგებაში", - განაცხადა შაჰინმა.