კრემლს არ სურს, რომ საქართველომ და მოლდოვამ საკუთარი მომავალი განსაზღვრონ და ყველაფერს აკეთებს, რათა ზიანი მიაყენოს დემოკრატიულ პროცესებს, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა X-ზე წერს.
„რუსეთი ზრდის ჰიბრიდულ ოპერაციებს ევროკავშირის სამეზობლოში. საპარლამენტო არჩევნები საქართველოში და ევროკავშირის შესახებ რეფერენდუმი მოლდოვაში ამის დასტურია. კრემლს არ სურს, რომ საქართველომ და მოლდოვამ საკუთარი მომავალი განსაზღვრონ და ყველაფერს აკეთებს, რათა ზიანი მიაყენოს დემოკრატიულ პროცესებს.
მოლდოვაში, კრემლის დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ევროპულმა გზამ გაიმარჯვა. საქართველოში კი არჩევნების შედეგებს მასობრივი პროტესტი მოჰყვა.
ხალხს სურს ცხოვრება დემოკრატიასა და კეთილდღეობაში – არა ცენზურასა და ავტოკრატიაში. მოქალაქეებმა თავიანთი ევროპული არჩევანი გააკეთეს და მის დასათმობად მზად არ არიან.
ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, არ მიატოვოს ქართველი და მოლდოველი ხალხი. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ მათი ევროპული ოცნება გაქრეს.
ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ სამოქალაქო საზოგადოებას და უზრუნველვყოთ, რომ ხალხის ხმა გადამწყვეტი იყოს მათი ქვეყნების მომავლის განსაზღვრაში
ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, არ მიატოვოს ქართველი და მოლდოველი ხალხი. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ისინი დაშორდნენ ევროპულ ოცნებას. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ სამოქალაქო საზოგადოებას და უზრუნველვყოთ, რომ ხალხის ხმა გადამწყვეტია მათი ქვეყნების მომავლის განსაზღვრაში“, – წერს გიტანას ნაუსედა.