ჩინეთი მზადყოფნას გამოთქვამს საქართველოსთან თანამშრომლობისთვის, რათა ორმხრივი ურთიერთობები შემდგომში კიდევ უფრო გაძლიერდეს, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ლინ ჯიანმა პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩინეთი აღნიშნავს, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ხავერდოვნად ჩატარდა. ჩინეთი ქართველი ხალხის არჩევანს ყოველთვის პატივს სცემს და გულწრფელად იმედოვნებს საქართველოს სტაბილურობასა და კეთილდღეობას. ჩვენ მზად ვართ, საქართველოსთან ერთად ვიმუშაოთ ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მიმართულებით“, – განაცხადა ლინ ჯიანმა.