ორბანი მხოლოდ თავისი სახელით საუბრობს და არა ლატვიის ან ევროკავშირის - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე X-ზე წერს.
ის ეხმიანება უნგრეთის პრემიერ-მინისტრის საქართველოში ვიზიტს.
"ლატვია შეუერთდა საქართველოს შესახებ განცხადებას, მიუხედავად იმისა, რომ იგი საარჩევნო დარღვევების სერიოზულობას ძალიან სუსტად აღწერს.
და - დიახ, ბატონი ორბანი მხოლოდ თავისი სახელით საუბრობს და არა ლატვიის ან ევროკავშირის". - წერს ბაიბა ბრაჟე .