უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს კიდევ ერთხელ მიულოცა არჩევნებში გამარჯვება.
ორბანის თქმით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა.
"ვაკვირდები კამათს, რაც არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ხდება, ვეცნობი საერთაშორისო გამოხმაურებასაც და შემიძლია ვთქვა, რომ არავის გაუბედავს იმისი თქმა, რომ ეს არჩევნები ან მისი შედეგები რაიმე სახით არ ყოფილიყოს დემოკრატიული, იმ კრიტიკული აზრის გარდა, რაც გამოითქვა. ეს ასეა.
ჩვენ, უნგრელები ასევე არჩევნებში ვაგზავნით ხოლმე ჩვენს დამკვირვებლებს და საქართველოშიც ასე იყო. შევისწავლე ის ანგარიში, რომელიც უნგრელმა დამკვირვებლებმა წარმოადგინეს და ყველა ასპექტით იყო პოზიტიური, ანგარიშში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების შესახებ იყო საუბარი. ამიტომ მინდა, მივულოცო საქართველოს პრემიერ-მინისტრს“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.