მთავრობის ადმინისტრაციაში ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
დახვედრის ცერემონიაზე შესრულდა უნგრეთისა და საქართველოს ეროვნული ჰიმნები.
დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ დაგეგმილია ირაკლი კობახიძისა და ვიქტორ ორბანის პირისპირ შეხვედრა, ასევე შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.
ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მარტონ ნადი, უნგრეთის ფინანსთა მინისტრი მიხაი ვარგა და სახელმწიფო მდივანი იანოშ მატე არიან.