„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა, მათ შორისაა მანდატებზე უარის თქმა და სიების ჩახსნა.
„პირველი, როგორც თქვენ, ასევე, ჩვენ ამ არჩევნებს ვცნობთ არალეგიტიმურად. მეორე, არ ვაპირებთ ამ პარლამენტში შესვლა და ყველა მანდატზე ვამბობთ უარს, ჩავხსნით სიებს. მესამე, ჩვენ ვაპირებთ ვიბრძოლოთ გამარჯვებამდე და პირობას გაძლევთ გავიმარჯვებთ აუცილებლად ერთად. მეოთხე, გვაქვს ძალიან კონკრეტული მოთხოვნა, მოთხოვნაა, ჩატარდეს არჩევნები ახლიდან, ოღონდ ჩაატაროს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციამ”, – განაცხადა ვაშაძემ.
ფოტო: პუბლიკა