არავინ ღიარებს არსებულ არჩევნებს, მაგრამ ყველა გვეუბნება, ბოლომდე ჩავატაროთ გამოძიება, - ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
“მინდა გითხრათ, მე რას ვაკეთებ ამ პერიოდში - მივეცი მე მგონი, 17 ინტერვიუ უცხოურ მედიას, რომ ავუხსნა, აქ რა მოხდა, ვესაუბრე 6 პრეზიდენტს, მათ შორის, ევროპული ქვეყნების პრეზიდენტებს, ვესაუბრე საგარეო მინისტრებს, ალბათ წაიკითხავთ ყველა იმ შეფასებას და მხარდაჭერის გზავნილებს, რაც მოდის სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან და ამერიკიდან...
ყველა გვეუბნება ერთ რამეს, ჯერ ერთი, არავინ, გარდა ერთი ადამიანისა, ვინც აქ ჩაიარა [ორბანი], არავინ არ აღიარებს არსებულ არჩევნებს, მაგრამ ყველა გვეუბნება, ბოლომდე ჩავატაროთ გამოძიება და ბოლომდე მივიყვანოთ. სხვათაშორის, შეიძლება, ამაში მივიღოთ საერთაშორისო მხარდაჭერა, რომ ეს გამოძიება იყოს სრულყოფილი და არ დავტოვოთ არცერთი კითხვა პასუხის გარეშე.
ამაში არიან ძალიან აქტიურად ჩართული ჩვენი სადამკვირებლო ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები. ყველამ ერთად და თქვენი დახმარებით, უნდა შევქმნათ სრული სურათი თუ როგორ მოხდა ის უნახავი, ის უპრეცედენტო, უნიკალური წართმევა ხმების, ასე მასიურად, ასე სისტემურად, ეს არის უზარმაზარი, წინასწარ დაგეგმილი ოპერაცია, რომელმაც წაგვართვა ჩვენი ხმები, პარლამენტი, კონსტიტუცია, მაგრამ ჯერ კიდევ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ დავდოთ ეს შედეგები და მოვითხოვოთ ამ შედეგების შესრულება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ფოტო: პუბლიკა