თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე ამ ევროპულ გზაზე - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოვლისას განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნები მოპარულია. ქართველი ხალხი კი ამას არ შეეგუება.
"თქვენ არ წაგიგიათ არჩევნები. თქვენი ხმა მოიპარეს და სცადეს, რომ თქვენი მომავალიც მოიპარონ, მაგრამ ამის უფლება არავის არ აქვს.
ორივე დროშის წინაშე შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე ამ ევროპულ გზაზე", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.