ლიეტუვის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
გიტანას ნაუსედა აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით შეშფოთებების განხილვა აუცილებლად უნდა მოხდეს.
როგორც ლიეტუვის პრეზიდენტი აღნიშნავს, ქართველებს დემოკრატიული არჩევნების უფლება აქვთ,
„პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ვესაუბრე. საპარლამენტო არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით შეშფოთებების განხილვა აუცილებლად უნდა მოხდეს. ქართველებს დემოკრატიული არჩევნების უფლება აქვთ. ლიეტუვა ქართველი ხალხის ევროპული ოცნების მხარდაჭერას გააგრძელებს. მისი წართმევის უფლება არავის აქვს!“, - წერს ლიეტუვის პრეზიდენტი X-ზე.