ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ეკა ბესელიას თქმით, თუ პრეზიდენტი პირველ სხდომას არ მოიწვევს, პარლამენტი ვერ შეიკრიბება.
ამასთან, ბესელია არ გამორიცხავს, რომ "ქართულმა ოცნებამ" კონსტიტუცია სათავისოდ წაიკითხოს.
„პრეზიდენტი არ აღიარებს ამ არჩევნების ლეგიტიმაციას. პრეზიდენტს აქვს პირველი სხდომის მოწვევის უფლება, იქამდე არის გასაჩივრების ეტაპები. ვიდრე არ დასრულდება ყველა გასაჩივრება, ცესკო ვერ შეაჯამებს ამ ოქმს და შემაჯამებელი ოქმიც ალბათ გასაჩივრდება სასამართლოში. ამის შემდგომ მოხდება საბოლოო ოქმის უკვე გადაგზავნა პარლამენტისთვის, რომ არ არის 100 დეპუტატის უფლებამოსილების საკითხი გადაწყვეტილი და თუ პრეზიდენტი არ იწვევს ამ სხდომას, ვერ იკრიბება ისე პარლამენტი, ეს წერია კონსტიტუციაში და თუ კონსტიტუციასაც ისე წაიკითხავენ და ისე გადაწერენ, როგორც ციფრები გადაწერეს, არაფერი აღარ უნდა გვიკვირდეს“ , - ამბობს ბესელია.