რუსეთში, ივანგოროდის გამშვებ პუნქტში, ესტონეთიდან ჩამოტანილი კარტოფილის ორი პარტია სანკტ-პეტერბურგის სანიტარულმა სამსახურმა არ შეუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "რეგნუმი" ავრცელებს.
მათი განცხადებით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ პროდუქციას არ ახლდა ექსპორტიორი ქვეყნის ფიტოსანიტარული სერთიფიკატი, რომელიც აუცილებელია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მცენარეული სასურსათო საქონლის შესატანად.
შესაბამისი დოკუმენტაციის უქონლობის გამო, 40 ტონა კარტოფილით დატვირთული მანქანები ივანგოროდიდან უკან გააბრუნეს.