ტუნისში გაქცეული პრეზიდენტის, ზინა ალ-აბიდინა ბენ ალის მეუღლემ ქვეყნის დატოვებამდე ერთ-ნახევარი ტონა ოქრო გაიტანა ტუნისის ცენტრალური ბანკიდან. ამის შესახებ ფრანგული გაზეთი "მონდი" იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, ლეილა ტრაბესლი ერთ-ერთ საქალაქო ბანკში მივიდა და იქიდან 60 მილიონი ევროს ღირებულების ოქროს ზოდები გაიტანა. შემდეგ იგი დუბაის რეისით მფრინავი თვითმფრინავის ბორტზე ავიდა.
თავდაპირველად ბანკის დირექტორს ოქროსთან განშორება გაუჭირდა, მაგრამ ლეილა ტრაბესლის მეუღლესთან სატელეფონო საუბრის შემდეგ მან ოქრო მაინც გასცა.
დასავლეთის მედიასაშუალებები აღნიშნავენ, რომ ჩამოგდებული პრეზიდენტის მეუღლე და მისი ნათესაობა სიმდიდრის სიყვარულით გამოირჩეოდნენ. ამასთან, ტრაბესლის კლანი კორუფციული სკანდალებითაა განთქმული.