ამ დროისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია 3111 საარჩევნო უბნიდან 2255 უბნის წინასწარი შედეგები, რომლის თანახმადაც არჩევნებში "ქართული ოცნება" 53.056%-ით ლიდერობს.
ოპოზიციური პარტიების შედეგები ასეთია:
„კოალიცია ცვლილებისთვის“ - 11,177%;
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ – 9,852%;
„ძლიერი საქართველო“ - 8,998%;
„გახარია საქართველოსთვის“ - 8,228%;
„გირჩი“ - 3,214%;
„პატრიოტთა ალიანსი“ - 2,525%
„ლეიბორისტული პარტია“ - 0,752%