ამერიკის საკითხებში ინგლისელ ექსპერტებს შორის გამოკითხვა ჩატარდა. ექსპერტებს უნდა დაესახელებინათ ამერიკის შეერთებული შტატების ყველა დროის საუკეთესო პრეზიდენტი. გამოკითხვა 5 ძირითადი კრიტერიუმით წარიმართა. ესენია: პოლიტიკური ხედვა; ქვეყნის მართვა; საგარეო პოლიტიკა; ავტორიტეტი და მათი პოლიტიკური მემკვიდრეობის ისტორიული მნიშვნელობა.
ექსპერტებმა ამერიკის ყველაზე ძლიერ პრეზიდენტად ფრანკლინ რუზველტი (1933-45) დაასახელეს. მათ საუკეთესოდ ცნეს რუზველტის პოლიტიკური ხედვა, ქვეყნის მართვის ალღო და საგარეო პოლიტიკის მართვა.
საუკეთესო პრეზიდენტებს შორის მეორე ადგილზე მოხვდა აბრაამ ლინკოლნი (1861-65). ლინკოლნი ექსპერტებმა საუკეთესოდ ცნეს პოლიტიკური დანატოვარის მნიშვნელობის კუთხით.
ლეგენდარული პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი (1789-97) რეიტინგში მხოლოდ მესამე ადგილზე აღმოჩნდა. ბრიტანელმა ექსპერტებმა ვაშინგტონის პოლიტიკური ავტორიტეტი გამოარჩიეს და ამერიკის სხვა პრეზიდენტებთან შედარებით საუკეთესოდ ცნეს.
ხუთეულში შევიდნენ თომას ჯეფერსონი (1801-09) და თეოდორ რუზველტი (1901-09).
რონალდ რეიგანი (1981-1989) ერთადერთი პრეზიდენტია, რომელიც 1960 წლის შემდეგ პრეზიდენტობდა და რეიტინგში ათეულში მოხვდა.
ყველაზე ცუდ პრეზიდენტებად ჯეიმს ბუჩანანი (1857-61), ფრანკლინ პირსი (1853-57); ვორენ ჰარდინგი (1921-23); ჯონ ტაილერი (1841-45) და ენდრიუ ჯონსონი (1865-69) დასახელდნენ.
ამერიკის უახლოესი წარსული პრეზიდენტებს შორის საუკეთესო, მე-8 მაჩვენებელი რონალდ რეიგანს აქვს. ჯიმი კარტერი (1993-2001) მე-18 ადგილზეა, ბილ კლინტონი (1993-2001) მე-19-ზე, ჯორჯ ბუშ უფროსი (1989-93) 22-ეზე, რიჩარდ ნიქსონი (1969-74) 23-ეზე და ჯერალდ ფორდი (1874-77) 24-ეზე.
ბრიტანელმა ექსპერტებმა ამერიკის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების ექს-პრეზიდენტი ჯორჯ ბუშ უმცროსი (2001-09) ყველა დროის საუკეთესო პრეზიდენტებს შორის 24-ე ნომრად დაასახალეს.
დიდ ბრიტანეთში ანალოგიური გამოკითხვა აქამდე არ ჩატარებულა. როგორც BBC იუწყება, სულ გამოიკითხა 47 ექსპერტი. ნომინანტებს შორის არ იყო ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტი ბარაკ ობამა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის შემდეგ ამჟამინდელ პრეზიდენტამდე სულ 40 პრეზიდენტი ჰყავდა.