საბანკო სისტემაში კვლავ მაღალია ჭარბი ლიკვიდობა, რის გამოც შემცირებულია მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმის ეფექტიანობა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" სებ-იდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ბოლო პერიოდში მკვეთრად შემცირდა ფულად ბაზარზე საპროცენტო განაკვეთები.
"გადაცემის მექანიზმის მხარდასაჭერად ეროვნულმა ბანკმა ერთი მხრივ შეამცირა მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთი, ხოლო მეორე მხრივ გაააქტიურა სადეპოზიტო სერთიფიკატებით ჭარბი ლიკვიდობის ამოღების ოპერაციები. ამასთან, სადეპოზიტო სერთიფიკატები წარმოადგენენ ურისკო აქტივებს, რაც ხელს უწყობს კომერციულ ბანკებს დაკრედიტების გაზრდაში", _ განმარტავენ სებ-ში.