„ოცნებამ“ იცოდა, რომ აგებდა მარნეულის 69-ე უბანს და გადაწყვიტა უბნის გაუქმება. გლდანში ახლაც ძალადობენ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ივანიშვილი, „ქართული ოცნება“ ძალიან კარგად ხედავს, რომ ამ არჩევნებში მარცხდება და მიმართავს ძალადობას, თუმცა საბოლოოდ აუცილებლად გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
თინა ბოკუჩავას განცხადებით -„ახლა ვიმყოფებით მარნეულის მე-18 უბანთან, სადაც როგორც ჩვენი წარმომადგენელი ამბობს, იყო მცდელობა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე ხმის მიცემის, რომლის აღკვეთაც ბუნებრივია სცადეს ჩვენმა წარმომადგენლებმა. ასევე იყო მობილიზაციის მცდელობა, აგიტაცია უშუალოდ უბნის ტერიტორიაზე, რაც ასევე არის უკანონობა. თქვენ იცით, რომ არაერთი უბანი მარნეულში დაფიქსირდა ძალიან სერიოზული დარღვევები, მათ შორის ძალადობას ჰქონდა ადგილი, როდესაც ჩვენს თავმჯდომარეს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რომელიც ახლა იმყოფება ჰოსპიტალში. დაზიანება აქვს მიღებული თავისი არეში. ასევე 69-ე უბანზე საერთოდ გაუქმებულია შედეგები და დახურულია უბანი, რადგან სწორედ იქ იგებდა ოპოზიცია და კონკრეტულად „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“, ეს ძალიან კარგად იცოდნენ და ამ ტენდენციას ვხედავთ ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომ იქ, სადაც ოპოზიცია იგებს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პირდაპირ ფიზიკურ დაპირისპირებაზე მიდიან იმისთვის, რომ შემდეგ გაუქმდეს აღნიშნული უბნები. მარნეული გამოირჩევა, მაგრამ მარნეული არ არის ერთადერთი ადგილი. გლდანშიც ახლა ჰქონდა ძალადობას „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ივანიშვილი, „ქართული ოცნება“ ძალიან კარგად ხედავს, რომ ამ არჩევნებში მარცხდება და მიმართავს ძალადობას, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც უპირატესობა აქვს ოპოზიციას. კონკრეტულად 69-ე უბანზე ოპოზიცია, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ იგებდა, ამიტომ ასე დემონსტრაციულად საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, რომელიც ახლაც არ არის დაკავებული - როშან ისკანდიროვი, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, ჩაყარა ბიულეტენები საარჩევნო ყუთში, სწორედ იმ მიზნით,რომ მომხდარიყო აღნიშნული უბნის გაუქმება, რადგან იქ იგებდა ოპოზიცია. უნდა მოხდეს ამ ადამიანის დაკავება, მაგრამ ნაცვლად ამისა, ის თავისუფლად დადის და ცდილობს, რომ გავლენა მოახდინოს სხვა უბნებზე. ასეთი მძიმე დარღვევები ბუნებრივია გავლენას ახდენს არჩევნებზე, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ერთი უბანი გაუქმებულია, მთელი საქართველოს შედეგებს ვერ გააუქმებს „ქართული ოცნება“.
1000-ზე მეტ საქართველოს ამომრჩეველს არ მიეცა საკუთარი კონსტიტუციური უფლების გამოყენება, მაგრამ მრავალი სხვა ათასი მივა საარჩევნო უბანზე და გამოიყენებს ყველაზე ძვირფას და ძლიერ იარაღს ქვეყნის გადასარჩენად. „ქართული ოცნება“ მთელი საქართველოს მასშტაბით ვერ გააუქმებს საარჩევნო შედეგს და ვერ გააუქმებს იმ გამარჯვებას, რომელიც იქნება დიდი ეროვნული გამარჯვება ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ყველგან, სადაც ასეთი ტიპის დარღვევა იქნება, მივიდეთ, მოვახდინოთ იდენტიფიცირება და მოვითხოვოთ ამ ადამიანების დასჯა, მხოლოდ უბნის დახურვა და გაუქმება არ არის საკმარისი. ეს ადამიანი უნდა მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ