გადავდივართ აბსოლუტურად ახალ ეტაპზე, ეს არის კოალიციური მმართველობა - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
„სწორედ საქართველოს მოქალაქეების ნებით ჩვენ გადავდივართ აბსოლუტურად ახალ ეტაპზე ჩვენი ქვეყნის, ეს არის კოალიციური მმართველობა. ეს არის ევროპული მომავალი და ეს პროცესი დაიწყება ხვალიდანვე. უნდა ავიკაპიწოთ ახლა ხელები და ქვეყანა სწრაფად წავიყვანოთ ევროპის მიმართულებით, რომელიც გველოდება, მთელი მსოფლიო დღეს გვიყურებს საქართველოს მოქალაქეებს, მე სპეციალურად მოვედი ჩემს ძმისშვილთან ერთად, რომელიც პირველად აძლევს წელს ხმას და სწორედ ამ ადამიანების, ამ თაობის მოტივაცია, ბრძოლა, შემართება და წყურვილი იმისა, რომ ვიცხოვროთ ევროპულ სახელმწიფოში. არის ის, რაც განსაზღვრავს დღევანდელ დღეს.
ყველაფერი მზად არის, ჩვენ გვაქვს სრული კოორდინაცია პრეზიდენტთან, ჩვენ გვაქვს ქარტია, გვაქვს კოორდინაცია ოპოზიციურ პარტიებში, ჩვენ ვართ მზად კოალიციური მმართველობისთვის. ყველაფერი მშვიდობიანად, უმტკივნეულოდ გაივლის.
ამ ქვეყანაში განსაზღვრავს დღევანდელ დღესაც, საღამოსაც და ხვალინდელ დღესაც საქართველოს მოქალაქე,ის რაც ხდება ემიგრაციაში, რასაც ჩვენ ვუყურებთ, ის ემოციები, ის შემართება, ის დამოკიდებულება, რიგები, შეუძლებელია ამის გატეხვა და ჩვენ, როგორც კოალიცია ცვლილებებისთვის და სხვა ოპოზიციური პარტიები და პრეზიდენტი, ზუსტად ვიცით, რამხელა პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მშვიდად წყნარად განვახორციელოთ და ქარტიას მივყვებით“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.