ცხინვალს წყალი არასრულად მიეწოდება. ამის მიზეზი წყალსადენ ედისი-ცხინვალის წყალსადენზე მომხდარი ექვსი ავარიაა. განცხადება ამის შესახებ ოს სეპარატისტთა ლიდერთან ედუარდ კოკოითისთან ჩატარებულ თათბირზე ძაურის რაიონის ე. წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პავლე ქუმარიტოვმა გააკეთა.
ამის გამო ოს სეპარატისტთა ლიდერმა ფედერალური სახელმწიფო დაწესებულების "იუჟნაია დირექცია" გააკრიტიკა, რომელსაც წყალსადენის რეკონსტრუქცია და ცხინვალში კომუნიკაციების შეცვლა ევალება.
"ეს სამუშაო სამ-ოთხ თვეში უნდა დასრულდეს, რათა წლის ბოლოსთვის შევძლოთ ასფალტი დავაგოთ და კეთილმოვაწყოთ ქალაქი. მიმდინარე წელს ასფალტი უნდა დავაგოთ და ქალაქი მთლიანად უნდა კეთილმოვაწყოთ. აუცილებელია "იუჟნაია დირექციის" საქმიანობაში ჩარევა, ვისი ხაზითაც მიმდინარეობს ეს სამუშაო. უნდა აღმოიფხვრას ხარვეზები და გაყვანილ იქნეს არა მხოლოდ მაგისტრალური ხაზები, არამედ მივიდეს კანალიზაცია, გაზი და წყალი ქალაქის მცხოვრებლების სახლებთან", _ აცხადებს კოკოითი.