მომავალ კვირას ე. წ. სამხრეთ ოსეთში ოსი სეპარატისტები და რუსი ოკუპანტები ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ. ამის შესახებ განცხადება ოს სეპარატისტთა ლიდერ ედუარდ კოკოითისთან ჩატარებულ თათბირზე ე. წ. თავდაცვის მინისტრმა ვალერი იახოვეცმა გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
"სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტრო რუსეთის მეოთხე სამხედრო ბაზის წარმომადგენლებთან ერთად მომდევნო კვირის განმავლობაში საბრძოლო მომზადებაში გეგმურ სამხედრო წვრთნას გამართავს", _ აცხადებს იახოვეცი და აღნიშნავს, რომ სამხედრო სწავლებაში ე. წ. რესპუბლიკის ყველა სამართალდამცავი ორგანო იქნება ჩართული.