ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითმა თავისი ე.წ. მთავრობის გაფართოებული სხდომა ჩაატარა. სხდომაზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, კოკოითმა ე.წ. მინისტრთა კაბინეტს ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქის პასპორტების შეცვლის დაჩქარება დაავალა, რომელიც მიმდინარე წლის თებერვლიდან ივლისამდე უნდა განხორციელდეს.
"ჩვენ პასუხისმგებლობით უნდა მივუდგეთ ამ სამუშაოს და ყურადღება უნდა გავამახვილოთ პასპორტების მფლობელების მიმართ. ამ მიზნით იქმნება ერთიან მონაცემთა ბაზა რუსეთის ფედერაციაში არსებულ შესაბამის სტრუქტურებთან ერთად", _ განაცხადა კოკოითმა.