ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითმა თავისი ე.წ. მთავრობის გაფართოებული სხდომა ჩაატარა. სხდომაზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ე.წ. შს მინისტრმა ვალერი ვალიევმა განაცხადა, რომ გასულ კვირას დააკავეს რამდენიმე პიროვნება, რომლებსაც ნარკოტიკულ ნივთიერება მარიხუანას უკანონო მოხმარებაში ედებათ ბრალი.
ამას გარდა, მისივე ინფორმაციით, გრძელდება მუშაობა მოსახლეობაში უკანონოდ არსებული იარაღის ამოღების შესახებ.
"ამოღებულია ორი ავტომატი, ერთი პისტოლეტი და რამდენიმე ხელყუმბარა", _ განაცხადა ვალიევმა და დასძინა, რომ გასული კვირის განმავლობაში დარეგისტრირებულია 101 ავტოსაგზაო წესების დარღვევის შემთხვევა, მათ შორის ცხრა შემთხვევა ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისა.
მასალის გამოყენების პირობები