ეს ტიპური ფსიქოლოგიური ზეწოლაა, რაც აღარ მუშაობს და აღარ იმუშავებს", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში მიმდინარე პრესკონფერენციაზე ფინანსური პოლიციის მიერ დღეს ჩატარებულ ჩხრეკებს.
"ეს არის ტიპური ფსიქოლოგიური ზეწოლა, ინტიმიდაცია არჩევნებამდე, რომელსაც მე მგონი, საკმაოდ მიჩვეული ვართ ამ ქვეყანაში. ვიცით, რომ ეს ხდება. ვიცით, რომ ამას უნდა გავუძლოთ, ამით არ უნდა შევშინდეთ. ეს არის მხოლოდ ამისთვის, რომ ხალხი შეშინდეს, არ წავიდეს არჩევნებზე, ვიღაცას შეეშინდეს თავისი ხმის ჩაგდება ურნაში იმ ფორმით, როგორიც თვითონ ფიქრობს. ამიტომ ეს ყველაფერი არის ფსიქოლოგიური მანიპულაციები, რომელიც საქართველოს მოსახლეობაზე, რომელიც ძალიან გამოცდილია, აღარ მუშაობს და აღარ იმუშავებს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.