მინსკში პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაციის რეალურ თარიღად 21 იანვარს ასახელებენ. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" ბელორუსიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივნის_ნიკოლაი ლოზოვიკის ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს.
ამასთან, ლოზოვიკმა აღნიშნა, რომ ცერემონიის მომზადება და საბოლოო თარიღის დადგენა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეროგატივაა.
შეგახსენებთ, არაოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით, ბელორუსიის ინტერნეტსაშუალებები ჯერ კიდევ გასულ კვირას აცხადებდნენ, რომ პრეზიდენტის ინაუგურაცია 21 იანვარს გაიმართებოდა. 2010 წლის 19 დეკემბერს ბელორუსიის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკომ მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა, რამაც ოპოზიციის უკმაყოფილება გამოიწვია.