24 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის ცვლილებამ 0.17 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7174 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.83 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9356 ლარი გახდა.
0.28 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5253 ლარი გახდა.
ლარის მიმართ თურქული ლირას კურსმა 7.96 თეთრი შეადგინა.