ინფლაცია წლის ბოლოს 3-4 პროცენტის, ხოლო მომავალ წელს 6 პროცენტის ფარგლებში იქნება, _ ასეთი პროგნოზი გააკეთდა საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის სხდომაზე, რომელიც დღეს გაიმართა.
"ოქტომბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 3.2 პროცენტი შეადგინა, საშუალო წლიური ინფლაცია 2.2 პროცენტს შეადგენს. მონეტარული პოლიტიკის წინა სხდომის შემდეგ მნიშვნელოვნად არ შეცვლილა მთლიანი შიდა პროდუქტისა და ფასების მოსალოდნელი ზრდის ტემპები. არსებული პროგნოზებით, ინფლაცია წლის ბოლოს 3-4 პროცენტის, ხოლო მომავალ წელს 6 პროცენტის ფარგლებში იქნება", _ განმარტევენ სებ-ში.