მოსკოვი მზადაა ირანში ატომური ელექტროსადგური აამოქმედოს, მაგრამ იქ მომუშავე რუსი სპეციალისტები უსაფრთხოების გარანტიებს ვერ იძლევიან. ამის მიზეზი საიდუმლო პროგრამა "შტუხნეტ "-ია.
რუსმა მეცნიერებმა კრემლი ირანულ ბუშერში "ახალი ჩერნობილის" შესახებ გააფრთხილეს, იმ შემთხვევაში თუკი იქ მოსკოვის დახმარებით მშენებარე პირველი ატომური სადგურის გააქტიურება თეირანის მოთხოვნისამებრ ამ ზაფხულისათვის მოხდება. ამის მიზეზი მასშტაბური ზარალია, რომელიც შეიძლება ვირუსმა "შტუხნეტ"-მა მიაყენოს, რომელსაც იერიში ირანის ბირთვულ ობიექტებზე მიაქვს.
მეცნიერების ანგარიშის ასლში, რომელსაც "თჰე Dაილყ თელეგრაპჰ"-ი აქვეყნებს ნათქვამია, რომ მიუხედავად პირობების შესრულებისა საბაზისო ტესტებზე ბუშერში მდებარე რეაქტორზე, რუსი სპეციალისტები მისი უსაფრთხო ჩართვას ვერ უზრუნველყოფენ.
დოკუმენტის ავტორები ასევე აცხადებენ, რომ მათი ირანელი კოლეგები ხელისუფლების მხრიდან მუდმივი ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან და საფრთხის ქვეშ აყენებენ "პროფესიულ და მორალურ პასუხისმგებლობას და ადამიანების სიცოცხლეს" მოითხოვენ რა მკაცრად იქნეს დაცული გასულ წელს შედგენილი გრაფიკი ატომური ელექტროსადგურის მოქმედებაში გაშვების შესახებ.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ატომური ენერგიის ნაციონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი ალი აკბარ სალეხი აცხადებს, რომ 2011 წლის გრაფიკი დაცული იქნება. ხოლო რაც შეხება ვირუსების საშიშროებას მინისტრმა ამ საშიშროებას უსაფუძვლო და "მოარული ხმები" უწოდა.
თეირანი დაყოვნების კატეგორიული წინააღმდეგია, ამიტომაც შექმნილ პირობებში რუსმა მეცნიერებმა მიიღეს გადაწყვეტილება პირდაპირ კრემლს მიმართონ და სთხოვონ, როგორმე მიღწეული იქნეს გადაწყვეტილება ატომური ელექტროსადგურის გახსნის ვადის სულ მცირე 2011 წლის ბოლომდე გადაწევის შესახებ.