რუსმა ოკუპანტებმა მდ. ენგურზე მდებარე საქართველო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე პირველადი მოხმარების საქონლის უკანონოდ გადატანის ფაქტი აღკვეთეს.
"აფხაზეთ-საქართველოს საზღვარზე აღკვეთილ იქნა აფხაზეთის ტერიტორიაზე პირველადი მოხმარების საქონლის უკანონოდ შეტანის მცდელობის ფაქტი", _ იუწყება აფხაზური მხარე.
ამ ფაქტზე დაკავებულები სეპარატისტებმა და რუსმა ოკუპანტებმა საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად გალის რაიონის ე.წ. უშიშროების სამსახურის განყოფილებაში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ დაკავებულების ვინაობა და რაოდენობა არ კონკრეტდება.