საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 5 პროცენტამდე ამცირებს საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა (მპკ) 2009 წლის 25 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ერთი პროცენტული პუნქტით შემცირების შესახებ.
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 5 პროცენტს შეადგენს. საქართველოს ეროვნული ბანკის ფულად საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულების შესაბამისად, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა, 2010-2012 წლებისათვის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 6%-ს შეადგენს.
საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც ყურადღებით დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2009 წლის 23 დეკემბერს გაიმართება.