რუსმა ოკუპანტებმა მდ. ენგურზე გალის რაიონის სოფელ ოტობაიას ოთხი მკვიდრი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაკავებულებს პირადობის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი თან არ ჰქონდათ. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას დაკავებულების ვინაობა არ კონკრეტდება.
"მესაზღვრეებმა გალის რაიონის სოფელ ოტობაიას ოთხი მკვიდრი დააკავეს, რომლებიც ყოველგვარი საბუთის გარეშე აფხაზურ-ქართული საზღვრის გადალახვას ცდილობდნენ", _ იუწყება აფხაზური მედია.
დაკავებულები სეპარატისტებმა და რუსმა ოკუპანტებმა საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად გალის რაიონის ე.წ. უშიშროების სამსახურის განყოფილებაში გადაიყვანეს.