მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კრიმინალურმა დაჯგუფებამ 300 000 ხმა მოისყიდა.
მოლდოვის პრეზიდენტის თქმით, არსებობს მტკიცებულებები, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გარკვეულმა დაჯგუფებებმა ხმები მოისყიდეს.
„ძვირფასო მოქალაქეებო! დღეს, ისევე როგორც ბოლო თვეებში, მოლდოვაში თავისუფლება და დემოკრატია უპრეცედენტო თავდასხმის ქვეშ მოექცა. კრიმინალური დაჯგუფებები გაერთიანდნენ უცხოურ ძალებთან და შეუტიეს ჩვენს ქვეყანას ტყულითა და პროპაგანდით.
ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები და ინფორმაცია, რომ დანაშაულებრივი ჯგუფი 300 ათასი ხმა მოისყიდა.
ეს არის უპრეცედენტო თაღლითობა, რომლის მიზანია დემოკრატიის დუსკრედიტაცია. მათი მიზანია საზოგადოებაში შიშისა და პანიკის დათესვა.
ჩვენ არ შევწყვეტთ თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვას. ველოდებით საბოლოო შედეგებს და გადაწყვეტილებებით დავბრუნდებით“, - განაცხადა მაია სანდუმ.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებზე ბიულეტინების 97% პროცენტზე მეტის დათვლის შემდეგ მოქმედ პრეზიდენტს, მაია სანდუ 41,86% პროცენტით ლიდერობს, ხოლო მოლდოვის ყოფილ გენერალურ პროკურორს, სოციალისტების მიერ მხარდაჭერილ ალექსანდრ სტოიანოგლოს – 26,32% პროცენტი აქვს.
ამასთან, მოლდოვის საკონსტიტუციო რეფერენდუმზე ბიულეტინების 97,7 პროცენტის დათვლის შემდეგ 50,10% ევროინტეგრაციის წინააღმდეგია, ხოლო 49,90% მომხრეა.