მოლდოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბიულეტენების 97,7 პროცენტი დათვალა.
შედეგების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმზე ევროინტეგრაციის სასარგებლოდ ამომრჩეველთა 49,90 პროცენტმა მისცა ხმა, წინააღმდეგ კი – 50,10 პროცენტმა.
საკონსტიტუციო რეფერენდუმზე მოქალაქეებს უნდა ეპასუხათ კითხვისთვის: „უჭერთ თუ არა მხარს კონსტიტუციის შეცვლას მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით?“ ამომრჩეველს პასუხის ორი ვარიანტი ჰქონდა – „დიახ“ და „არა“.