მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებზე ბიულეტინების 97% პროცენტზე მეტის დათვლის შემდეგ მოქმედ პრეზიდენტს, მაია სანდუ 41,86% პროცენტით ლიდერობს, ხოლო მოლდოვის ყოფილ გენერალურ პროკურორს, სოციალისტების მიერ მხარდაჭერილ ალექსანდრე სტოიანოგლოს – 26,32% პროცენტი აქვს.
მესამე ადგილს „ჩვენი პარტიის“ ლიდერი რენატო უსათი იკავებს 13,78% პროცენტით.
იმ შემთხვევაში, თუ ხმების სრულად დათვლის შემდეგ აღნიშნული მონაცემები არ შეიცვლება და ვერცერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს 50 პროცენტზე მეტს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება.