პოლონური კომისიის დასკვნა რომელიც ლეხ კაჩინკის თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზებს ეხება თებერვალში იქნება მზად. განცხადება ამის შესახებ პოლონეთის Dშს სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მალგოჟატა ვოჟნიაკმა გააკეთა. პოლონურ კომისიას პოლონეთის შს მინისტრი ეჟი მილერი ხელმძღვანელობს.
"მინისტრ მილერის კომისია დაჩქარებულ რეჟიმში მუშაობს, კომისიას სურს თავისი ანგარიში თებერვლისათვის წარადგინოს. საუბარი მიდის ანგარიშის საბოლოო ვერსიაზე", _ აცხადებს ვოჟნიაკი და დასძენს, რომ პოლონური მხარე ჯერ კიდევ ელოდება თვითმფრინავსა და დისპეჩერების ოთახში მიმდინარე საუბრების ჩანაწერის ანალიზის დასრულებას.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო საავიაციო კომიტეტის დასკვნის მიხედვით, პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფის ძირითადი მიზეზი შექმნილ მეტეოპირობებში ეკიპაჟის მოქმედება გახდა, კერძოდ, გადაწყვეტილება არ წასულიყო სათადარიგო აეროდრომზე.
ექსპერტებმა ავიაკატასტროფის მიზეზებს ასევე განაკუთვნეს ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომელსაც მაღალჩინოსანი მგზავრები ეკიპაჟის წევრებზე ახორციელებდნენ. პოლონეთის სამხედრო საჰაერო ძალების მთავარსარდლის სისხლში, რომელიც პილოტის კაბინაში იმყოფებოდა აღმოჩენილია 0,6 პრომილი ალკოჰოლი. ეკიპაჟის მეთაური საერთაშორისო საავიაციო კომიტეტის ექსპერტების აზრით, გაუმართლებელ რისკზე წავიდა. მას სურდა დაშვება განეხორციელებინა რადაც არ უნდა დაჯდომოდა ეს.
საერთაშორისო საავიაციო კომიტეტის ტექნიკურმა კომისიამ კატასტროფამდე მიმყვან ფაქტებად არ აეროდრომის მდგომარეობა და სახმელეთო სამსახურების თანამშრომელთა მომზადება.
საერთაშორისო საავიაციო კომიტეტმა 12 იანვარს პოლონელ დიპლომატებს გაუგზავნა გამოძიების შედეგად მომზადებული დასკვნების საბოლოო ვერსია. ეს ანგარიში ვარშავამ ჯერ კიდევ 2010 წლის ოქტომბერში მიიღო და მას პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა მიუღებელი უწოდა. დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ პოლონეთმა რუსეთს შესწორებები გაუგზავნა, რომლებიც 150 გვერდზე იყო განთავსებული.
პოლონური მხარე საერთაშორისო საავიაციო კომიტეტის საბოლოო ანგარიშით უკმაყოფილო დარჩა. საერთაშორისო საავიაციო კომიტეტის ანგარიშის მიხედვით, რომელიც პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის მიზეზების დადგენას ეხებოდა - ავიაკატასტროფის მიზეზი ეკიპაჟის მოქმედება იყო.
საერთაშორისო საავიაციო კომიტეტში პოლონური მხარის სპეციალური წარმომადგენელი ედმუნდ კლიხი აცხადებს, რომ ანგარიშში შეცდომებია, დაღუპულთა ოჯახების ადვოკატმა ანგარიშს სკანდალური უწოდა, პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის ლეხ კაშინსკის ძმამ იაროსლავ კაჩინსკიმ კი ანგარიშს "პოლონეთის დაცინვის" კვალიფიკაცია მისცა. ამას გარდა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა სასწრაფოდ შეწყვიტა შვებულება იტალიაში და ქვეყნის შს მინისტრთან მოლაპარაკებების გასამართავად დაბრუნდა.
შეგახსენებთ, რომ ავიაკატასტროფა სმოლენსკთან რომელშიც პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე და მთავრობის წევრები დაიღუპნენ 2010 წლის 10 აპრილს მოხდა.