ირანული მედიის ინფორმაციით, თეირანის სახელმწიფო ზოოპარკში 14 ლომი მოკლეს. როგორც გაზეთები განმარტავენ, ლომების მოკვლის აუცილებლობა ინფექციური ბაქტერიული დაავადება გახდა.
დაავადება სახელად ქოთაო, ძირითადად ცხენებს, ვირებსა და ჯორებს აღენიშნებათ.
ეს დაავადება გადამდებია ადამიანებზეც. როგორც ერთ-ერთი ირანელი ვეტერინარი აცხადებს, ლომებს აღნიშნული დაავადება ზოოპარკის მესვეურებმა დამართეს სხვადასხვა მიზეზების გამო.
არ სახელდება ის დრო თუ როდის მოკლეს "ცხოველთა მეფეები". ვეტერინარებში გაკვირვებას იწვევს ის ფაქტიც, რომ ზემოთ აღნიშნული დაავადება აზიის ქვეყნებში თითქმის არასდროს შეინიშნება.
მასალის გამოყენების პირობები