ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ „არავინ უნდა გლოვობდეს ჰამასის ლიდერის იაჰია სინვარის სიკვდილს“.
“მოს ხელებზე 7 ოქტომბერს და ტერორის წლებში მოკლული უდანაშაულო ისრაელელების, ასევე პალესტინელი ხალხის სისხლია, რომელიც განიცდიდა ქაოსსა და ძალადობას,”- თქვა სტარმერმა ბერლინში გამოსვლისას
სტარმერი ამბობს, რომ ის კვლავ მხარს უჭერს ისრაელის თავდაცვის უფლებას, მაგრამ მისი აზრით, ომის საკითხის გადაწყვეტის პასუხი დიპლომატიაა.
„ჩვენ ახლა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს მომენტი... ცეცხლის შეწყვეტა ღაზაში, მძევლების დაუყონებლივ და უპირობო გათავისუფლება, ჰუმანიტარული დახმარების დაუყოვნებელი ხელმისაწვდომობა და კონფლიქტის ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის გზაზე დაბრუნება“,- განაცხადა სტარმერმა.
მისივე თქმით, პალესტინელ ლტოლვილთა გაერო-ს სააგენტოს უნდა მიეცეს თავისი საქმიანობის გაგრძელების უფლება.